ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია
ჯანმო-ს აფრიკის რეგიონული ოფისის საგანგებო სიტუაციების დირექტორმა, მარი-როზელინ ბელიზემ განაცხადა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კდრ) ებოლას ეპიდემიის გამოცხადებიდან ერთი თვის გასვლის მიუხედავად, მდგომარეობა კვლავ სერიოზულია.
ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია
ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) აფრიკის რეგიონული ოფისის საგანგებო სიტუაციების დირექტორმა, მარი-როზელინ ბელიზემ განაცხადა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კდრ) ებოლას ეპიდემიის გამოცხადებიდან ერთი თვის გასვლის მიუხედავად, მდგომარეობა კვლავ სერიოზულია.

ბელიზე ჟენევაში, გაეროს ოფისის ყოველკვირეულ პრესკონფერენციას დისტანციურად შეუერთდა და კდრ-ში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებული ვითარება შეაფასა.

„მიუხედავად იმისა, რომ კდრ-ში ეპიდემიის გამოცხადებიდან ერთი თვე გავიდა, მდგომარეობა კრიტიკულია და ეპიდემია გავრცელებას აგრძელებს“, - განაცხადა ბელიზემ და აღნიშნა, რომ შემთხვევები მრავალ რეგიონში კვლავ ფიქსირდება.

ბელიზემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევები მიუთითებს რეაგირების ძალისხმევის გაგრძელებისა და დაჩქარების აუცილებლობაზე: „ამ დრომდე კდრ-ის 3 პროვინციის 33 ჯანდაცვის ზონაში დაფიქსირებულია 896 დადასტურებული შემთხვევა და 232 გარდაცვალების ფაქტი. უგანდას კი ბოლო 12 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევის შესახებ არ უცნობებია“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანმო მხარს უჭერს კდრ-ის მთავრობას და პარტნიორებთან ერთად მუშაობს რეაგირების ყველა ეტაპზე. მისივე თქმით, ჯანმოს 115-ზე მეტი ექსპერტია მივლენილი დაზარალებულ პროვინციებსა და ჯანდაცვის ზონებში სხვადასხვა სამუშაოების მხარდასაჭერად.

ბელიზემ ხაზი გაუსვა, რომ ეპიდემიის მასშტაბების ზრდასთან ერთად იზრდება ოპერაციული საჭიროებებიც, რაც მუდმივი დაფინანსებისა და მხარდაჭერის აუცილებლობას კიდევ უფრო აძლიერებს.

ებოლას ეპიდემია

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთით მდებარე იტურის პროვინციაში 246 საეჭვო შემთხვევისა და 65 გარდაცვალების შემდეგ, 15 მაისს ქვეყანაში ეპიდემია გამოცხადდა.

ჯანმომ 17 მაისს, ებოლას ეპიდემიის ხელახლა გაჩენის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, მიმდინარე ეპიდემია გამოწვეულია ებოლას იშვიათი ვარიანტით - „ბუნდიბუგიოს“ ვირუსით, რომლის წინააღმდეგაც დამტკიცებული მკურნალობა ან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ
კონიაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა განთავსდება
ფიდანის გზავნილი ლავროვს ჰორმუზის სრუტის შესახებ: „უსაფრთხო და შეუფერხებელი გავლა აუცილებელია"
მინისტრი ფიდანი: აშშ-ირანის შეთანხმება შეუფერხებლად უნდა შესრულდეს
ფიდანი: „თურქეთი უკრაინის საკითხის მოგვარებაში ყველანაირი მხარდაჭერის გაწევას გააგრძელებს“
ინდონეზიაში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რუსი ხელოვანი და პუტინის ოპოზიციონერი სკრეპეცკი პოლონეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა
აშშ: ირანთან დადებული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტე უფასო გავლისთვის გაიხსნა
TUSAŞ-ი თავდაცვის მრეწველობაში „ყველაზე სასურველ კომპანიად“ დასახელდა
ნატო-ს სამიტის წინ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ახალი აეროპორტი გაიხსნა
პრეზიდენტი ერდოღანი: ჩვენ ერთი ერის ორი სახელმწიფო, ერთი გულის მქონე შვილები ვართ