ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დიდი ბრიტანეთი ბირთვული იარაღის მქონე პირველ „ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ, ირანი ბირთვული იარაღის მქონე მეორე „ისლამური რესპუბლიკა“ გახდეს.
ისრაელის არმიის რადიოსთვის (Galei Tzahal) მიცემულ ინტერვიუში ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ვაჟი და შვილიშვილი ისრაელის მეგობრები იყვნენ.
მისი თქმით, ორივე მათგანი ექვსდღიანი ომის დროს (1967 წლის 5-10 ივნისი) ისრაელში ჩავიდა მხარდასაჭერად. ამის ფონზე კი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო „ისლამურ რესპუბლიკად“ გარდაიქმნა.
„ვიღაცამ თქვა, რომ ბირთვული იარაღის მქონე პირველი ისლამური რესპუბლიკა ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა იქნებოდა. ჩვენ კი ვზრუნავთ იმაზე, რომ ირანი მეორე არ გახდეს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.





















