გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა რამდენიმე მოახლოებული რაკეტის შესახებ გააფრთხილეს მოსახლეობა, ადგილობრივი დროით შუაღამიდან მალევე უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების სერია გაისმა.
ამასთანავე, სამშაბათს ზაპოროჟიეზე განხორციელებული რუსული თავდასხმების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
რეპორტიორებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, ხოლო ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კიევი „ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა“.
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ზაპოროჟიეს გუბერნატორმა განაცხადა, რომ რუსული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა Telegram-ის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ხუთი ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა: სამწუხაროდ, ზაპოროჟიეზე მტრის თავდასხმის შემდეგ მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ იზრდება“.
გახშირებული თავდასხმები
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი ომში ჩასართავად ჩრდილოეთ კორეიდან კიდევ უფრო მეტი ჯარის გაგზავნისთვის ემზადება და ფხენიანისგან ახალი ბალისტიკური რაკეტები მიიღო.
მოსკოვმა ბოლო კვირებში გაააქტიურა ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმები; ამ რაკეტების შეჩერება მხოლოდ გარკვეულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეუძლიათ, მათ შორის აშშ-ის Patriot-ის სისტემებს.
უკრაინა აძლიერებს თავდასხმებს რუსეთის იმ ქალაქებზე, რომლებიც საზღვრიდან შორს მდებარეობს.
წყარო: TRT World & სააგენტოები
























