თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბურჰანეთინ დურანმა, სოციალურ ქსელში თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და რეგიონული კავშირების სფეროებში მზარდი თანამშრომლობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.
დურანმა აღნიშნა, რომ ეს უძველესი მიწები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კონტინენტების დამაკავშირებელი სავაჭრო გზების ცენტრში მდებარეობდნენ, დღესაც რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ძლიერ აქტორად რჩებიან.
მისი თქმით, თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და რეგიონული კავშირების სფეროებში განვითარებადი თანამშრომლობა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ჩამოყალიბებული შორსმჭვრეტელი დიპლომატიური ხედვის კონკრეტული გამოხატულებაა:
„წარსულში ცივილიზაციების დამაკავშირებელი გზები, დღეს ახალი სატრანსპორტო დერეფნების მეშვეობით ვაჭრობას, განვითარებასა და კეთილდღეობას მომავლისკენ მიმართავს. რეგიონული კრიზისების შედეგად წარმოქმნილი ახალი საჭიროებების შესაბამისად შემუშავებული ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები აძლიერებს არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, არამედ რეგიონულ სტაბილურობასა და ეკონომიკურ მდგრადობასაც. თურქეთი, ბატონი პრეზიდენტის ლიდერობით, ურთიერთსარგებლის, თანამშრომლობისა და საერთო განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, კვლავაც გააგრძელებს რეგიონული კავშირების გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების კარების გახსნას“.





















