პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში ძლიერი წვიმებით გამოწვეული ინციდენტების შედეგად 2-მა ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა, 9 კი დაშავდა.
პენჯაბის საგანგებო სიტუაციების სამსახურის (1122) პრესსპიკერმა, ფარუკ აჰმედმა განაცხადა, რომ ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოინგრა კედლები და სახურავები, ასევე წაიქცა სარეკლამო ბილბორდი.
აჰმედმა აღნიშნა, რომ ქალაქ ატოკში კედლის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
მისივე ინფორმაციით, პარა შაჰინ ბაღის რაიონში სახლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო ხუშაბის რაიონში მეხის დაცემის შედეგად 1 პირი დაზარალდა.
აჰმედმა ასევე დაამატა, რომ ქალაქ სარგოდჰაში ერთ ადამიანს სარეკლამო ბილბორდი დაეცა, ხოლო ქალაქ შეიხუპურაში ხის სახურავის ჩამონგრევის შედეგად კიდევ ერთი პირი დაშავდა.




















