ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ელ-ნინიოს გვალვამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია
ელ-ნინიოს მიერ გამოწვეულმა გვალვამ წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია
ელ-ნინიოს გვალვამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია
ელ-ნინიოს გვალვამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია / TRT Georgian

ფიჯის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოჯახები წყლის მარაგების გამო შეშფოთებულნი არიან, ხოლო ფერმერებს ნათესებისა და პირუტყვის გამო ეშინიათ.

წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა ქვეყნებმა, ფიჯიმ და ტონგამ, განაცხადეს, რომ ელ-ნინიოს კლიმატური მოვლენის მიერ გამოწვეული ძლიერი გვალვები სამხრეთ წყნარ ოკეანეში კრიზისულ დონეს აღწევს.

ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ზოგიერთ მონაკვეთში ზედაპირული წყლის ტემპერატურას ზრდის, რაც მთელ მსოფლიოში ქარის, ტემპერატურისა და ნალექების რეჟიმის ცვლილებებს იწვევს.

ექსპერტები აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია მიმდინარე ელ-ნინიო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოვლენად იქცეს, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.

ფიჯის მთავრობამ განაცხადა, რომ „ელ-ნინიოს მიერ გამოწვეული მიმდინარე გვალვა კრიზისულ ზღვარს აღწევს“ და იძულებული გახდა, ქვეყნის მასშტაბით სტიქიური უბედურების მდგომარეობა გამოეცხადებინა.

პრემიერ-მინისტრმა სიტივენი რაბუკამ ოთხშაბათს განაცხადა: „ფიჯის მასშტაბით ოჯახები შეშფოთებულნი არიან წყლის მომარაგებითა და ხანგრძლივი გვალვის გავლენით ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ფერმერები კი ნათესებისა და პირუტყვის გამო ღელავენ. ეს შეშფოთება საფუძვლიანია“.

საგანგებო ზომების ფარგლებში, ფიჯის მთავრობას უფლება აქვს, წყლის რაციონირების სისტემა შემოიღოს, იძულებითი ევაკუაცია განახორციელოს და საჯარო სახსრები სტიქიური უბედურების დახმარებისკენ მიმართოს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დიდ ნაწილში წყლის მარაგები საგანგაშო დონემდე შემცირდა, ხოლო გვალვისგან დაზარალებულ სოფლებში წყლის მიწოდების მიზნით მრავალი სატვირთო მანქანა გაგზავნეს.

რაბუკამ განაცხადა: „ჩვენ არ შეგვიძლია კლიმატის კონტროლი, თუმცა შეგვიძლია დროულად ვიმოქმედოთ, პასუხისმგებლობით გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები და კლიმატის ზემოქმედების წინააღმდეგ ერთიანები ვიყოთ“.

ამასთან, ტონგამ 27-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან ხანგრძლივმა გვალვამ მთელი ქვეყნის მასშტაბით წყლის დეფიციტი გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვილიამი ლატუმ, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საგანგებო სამსახურების კოორდინაციას უზრუნველყოფს და გვალვის წინააღმდეგ დახმარების მიწოდებას შეუწყობს ხელს.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში ლატუმ აღნიშნა: „ბოლო ანგარიშები ნათლად აჩვენებს ადამიანებზე, წყლის რესურსებზე, სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობაზე გვალვის დამანგრეველ გავლენას. ამ ვითარებას შესაძლოა ტონგას მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობისთვისაც სერიოზული შედეგები მოჰყვეს“.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო
თურქეთმა და 17-მა ქვეყანამ დაგმეს ისრაელის თავდასხმა ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე
კრემლი: პუტინი, სი და ტრამპი 19 ნოემბერს სამმხრივ სამიტს გამართავენ
კვლევა: ევროკავშირის 11 ქვეყანაში გამოკითხულთა 71% „ევროპული არმიის“ შექმნას უჭერს მხარს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქი მესხები გაიხსენა
მექის შეთანხმება ძალაში შევიდა
თურქეთმა და კატარმა სტამბოლში ისტორიულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი
პრეზიდენტ ერდოღანის ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრები COP31-ის ლიდერთა სამიტზე
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში დრონებით თავდასხმა: დაღუპულია 4 ადამიანი
ერდოღანი: COP31-ზე ლიდერთა სიმტკიცე პარიზის შეთანხმებისთვის გამამხნევებელია
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ტყვეების დღემდე ყველაზე დიდ გაცვლას დათანხმდა
ევროკავშირი: „ცხადია, რომ ჩვენი უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის“
აშშ-ში, თეთრი სახლის მახლობლად მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა