საფრანგეთში დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, რომელშიც საწვავის ფასების ზრდის, ცხოვრების სიძვირისა და განათლების სფეროში არსებული ხარვეზების გასაპროტესტებლად საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან ასობით ათასი ადამიანის მონაწილეობაა მოსალოდნელი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
წამყვანი პროფკავშირების მოწოდებით ცხოვრების სიძვირის წინააღმდეგ მრავალ ქალაქში გასამართ აქციებში 700 ათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობაა მოსალოდნელი.
საფრანგეთში, სადაც განათლების პირობების ხარვეზების წინააღმდეგ უფროსკლასელთა აქციები დაახლოებით 2 თვეა გრძელდება და „ყვითელი ჟილეტები“ 17, 24 და 31 ოქტომბერს ქუჩებში გამოვიდნენ, საზოგადოებრივი მღელვარების გაგრძელების ფონზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ საყოველთაო გაფიცვის წინ უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.
ნუნიესმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით 70 ათასზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი იმუშავებს, და განაცხადა, რომ შესაძლო დარბევა-ძარცვის ფაქტების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებით ქალაქების ცენტრების უსაფრთხოების კუთხით სრულ მზადყოფნაში არიან.
ნუნიესმა თქვა, რომ სამართალდამცავ ძალებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს იმუშავებენ, მხარს დაუჭერენ ვერტმფრენებით, უპილოტო საფრენი აპარატებითა და ათეულობით ჯავშანმანქანით.
საფრანგეთში 17 ოქტომბერს „ყვითელი ჟილეტების“ აქციის დროს 3 ათასზე მეტი სავაჭრო თუ კომერციული ობიექტი დაზიანდა ან გაიძარცვა. აქციებზე, სადაც პოლიციის ძალადობამ დავა გამოიწვია, ათასობით ადამიანი დააკავეს, ხოლო მთავრობამ შესაძლო დემონსტრაციების საპასუხოდ მიიღო გადაწყვეტილება ისეთი ზომების გამოყენების შესახებ, როგორიცაა ნაწილობრივი კომენდანტის საათი და აქციების აკრძალვა.






















