გამოქვეყნდა ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) „ევროპის ავიაციის ანგარიში“ 24-30 აგვისტოს პერიოდისთვის.
ანგარიშის მიხედვით, სტამბოლის აეროპორტმა ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა დღეში საშუალოდ 1689 ფრენით.
ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲔᲑᲣᲚᲘ
სტამბოლის აეროპორტს მოჰყვება პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი დღეში 1437 ფრენით, ამსტერდამის აეროპორტი - 1419 ფრენით, ლონდონის ჰითროუ - 1329 ფრენით და ფრანკფურტის აეროპორტი - 1320 ფრენით.
ანტალიის აეროპორტი კი დღეში 1032 ფრენით ევროპის მე-9 ყველაზე დატვირთულ აეროპორტად დასახელდა.




















