ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ვოტრენმა აღნიშნა, რომ მისი ჯარისკაცები დროდადრო უკრაინაში იმყოფებიან
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კატრინ ვოტრენმა განაცხადა, რომ ფრანგი ჯარისკაცები დროდადრო უკრაინაში, საბრძოლო ზონის გარეთ იმყოფებიან.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ვოტრენმა აღნიშნა, რომ მისი ჯარისკაცები დროდადრო უკრაინაში იმყოფებიან
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ვოტრენმა აღნიშნა, რომ მისი ჯარისკაცები დროდადრო უკრაინაში იმყოფებიან

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კატრინ ვოტრენმა განაცხადა, რომ ფრანგი ჯარისკაცები დროდადრო უკრაინაში, საბრძოლო ზონის გარეთ იმყოფებიან.

ვოტრენმა პარიზში, სენატის პლენარულ სხდომაზე, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.

მან თქვა, რომ მისი ქვეყანა ომის დაწყების წლიდან, 2022 წლიდან უკრაინას უჭერს მხარს და განაცხადა, რომ საფრანგეთსა და პოლონეთში ამ დრომდე 25 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს.

ვოტრენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად საბრძოლო თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და საარტილერიო სისტემები გაგზავნეს და განაცხადა, რომ ამ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისთვის ტექნიკური მხარდაჭერაა საჭირო.

ვოტრენის თქმით, საჭიროა აღჭურვილობის გამოყენების სწავლება და ოპერატიულ პირობებში მზადყოფნაში შენარჩუნება და ამისთვის ზოგიერთი ფრანგი ჯარისკაცი დროდადრო უკრაინაში, საბრძოლო ზონის გარეთ იმყოფება.

რეგიონში ჩასული ფრანგი ჯარისკაცების შესახებ ვოტრენმა თქვა: „შეტაკების არანაირი განზრახვა არ გვაქვს.“

ფრანგული საზოგადოებრივი რადიო Radio France Internationale (RFI) ირწმუნებოდა, რომ ფრანგი სამხედრო პერსონალი თვეების განმავლობაში უკრაინაში ფარულ მხარდაჭერის მისიას ახორციელებდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ აღნიშნა, რომ უკრაინაში ფრანგი ჯარისკაცები იმყოფებიან და განაცხადა: „ეს უკვე უკრაინის მხარდაჭერა აღარ არის, ომში პირდაპირი მონაწილეობაა.“

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ კი აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების მტკიცების საპირისპიროდ, მისი ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომის მხარე არ არის.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო
თურქეთმა და 17-მა ქვეყანამ დაგმეს ისრაელის თავდასხმა ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე
კრემლი: პუტინი, სი და ტრამპი 19 ნოემბერს სამმხრივ სამიტს გამართავენ
კვლევა: ევროკავშირის 11 ქვეყანაში გამოკითხულთა 71% „ევროპული არმიის“ შექმნას უჭერს მხარს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქი მესხები გაიხსენა
მექის შეთანხმება ძალაში შევიდა
თურქეთმა და კატარმა სტამბოლში ისტორიულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი
პრეზიდენტ ერდოღანის ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრები COP31-ის ლიდერთა სამიტზე
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში დრონებით თავდასხმა: დაღუპულია 4 ადამიანი
ერდოღანი: COP31-ზე ლიდერთა სიმტკიცე პარიზის შეთანხმებისთვის გამამხნევებელია
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ტყვეების დღემდე ყველაზე დიდ გაცვლას დათანხმდა
ევროკავშირი: „ცხადია, რომ ჩვენი უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის“
აშშ-ში, თეთრი სახლის მახლობლად მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა