ლიბანის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში სიკვდილით დასჯას სრულად აუქმებს.
ლიბანის სახელმწიფო სააგენტო NNA-ს ინფორმაციით, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯის გაუქმებას და მის ნაცვლად უვადო პატიმრობის შემოღებას.
იუსტიციის მინისტრმა, ადილ ნასარმა, კანონის პარლამენტში მიღებას „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება „არ ნიშნავს დანაშაულისადმი შემწყნარებლობის გამოჩენას“.
ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ბოლო განაჩენი 2004 წელს, ყოფილი პრეზიდენტის, ემილ ლაჰუდის მმართველობის პერიოდში აღსრულდა. განათლების სამინისტროს თანამშრომელი სიკვდილით დასაჯეს 11 კოლეგის მკვლელობისთვის; დანაშაული მოჰყვა პირად კონფლიქტს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელმძღვანელმა მას შვებულების მოთხოვნაზე უარი უთხრა.























