ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთის თავდაცვის ექსპორტმა 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ ევროპისთვის, რომელიც თავდაცვის პროდუქტებში 80%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, თურქეთი აუცილებელი პარტნიორია.
თურქეთის თავდაცვის ექსპორტმა 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
თურქეთის თავდაცვის ექსპორტმა 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ ევროპისთვის, რომელიც თავდაცვის პროდუქტებში 80%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, თურქეთი აუცილებელი პარტნიორია. მან აღნიშნა: „გასულ წელს ჩვენმა თავდაცვის ექსპორტმა 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“.

მან, დღეს გაიხსნა საერთაშორისო თავდაცვის, საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის გამოფენა SAHA 2026, რომელიც სტამბოლის საგამოფენო ცენტრში ვიზიტორებს 9 მაისამდე უმასპინძლებს.

მინისტრმა ქაჯირმა ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გლობალური თავდაცვის ხარჯები ბოლო 10 წელიწადში 41%-ით გაიზარდა და 2025 წელს 2,9 ტრილიონ დოლარს მიაღწია. „გეოპოლიტიკური დაძაბულობა მიანიშნებს, რომ ზრდის ეს დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, თურქეთმა თავდაცვის შესყიდვებში ადგილობრივი პროდუქციის წილი ბოლო 23 წელიწადში 20%-დან 80%-ზე მეტამდე გაზარდა. დღეს მსოფლიოში გაყიდული ყოველი სამი სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატიდან ორი თურქული ფირმების წარმოებულია. თურქეთი იმ 10 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც თავად აპროექტებს, ავითარებს და აწარმოებს საკუთარ სამხედრო გემებს.

„ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის ფირმები ყოველწლიურად ახალ შესაძლებლობებს იძენენ“

ქაჯირმა ჩამოთვალა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ის წარმატებული პროდუქტები, როგორებიცაა: მე-5 თაობის გამანადგურებელი KAAN-ი, Bayraktar TB3-ი, „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტები GÖKDOĞAN-ი და BOZDOĞAN-ი, უპილოტო გამანადგურებელი Bayraktar KIZILELMA, ტანკი ALTAY, თვითმფრინავი HÜRJET და „ფოლადის გუმბათის“ (Çelik Kubbe) ელემენტები, რომლებიც ქვეყანას სხვადასხვა სიმაღლისა და მანძილის საჰაერო საფრთხეებისგან იცავს. მან ასე განაგრძო:

„2002 წელს ჩვენი თავდაცვის ექსპორტი 248 მილიონი დოლარი იყო. აქტიური თავდაცვის დიპლომატიისა და ჩვენი ფირმების გლობალურ ბაზრებზე ორიენტირებული მიდგომის წყალობით, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თავდაცვის ექსპორტში ამჟამად მსოფლიოში მე-11 ადგილზე ვართ. ვიცით, რომ ეს იმპულსი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან ჩვენი ფირმები ყოველწლიურად ზრდიან თავიანთ ტექნოლოგიურ და საწარმოო შესაძლებლობებს.

ევროპას, რომელიც თავდაცვის პროდუქტებში 80%-ით სხვაზეა დამოკიდებული და უსაფრთხოების საფრთხეების ფონზე საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებას ცდილობს, სჭირდება თურქეთი, როგორც გამოსავლის მომტანი პარტნიორი. ჩვენს სექტორს, თავისი მაღალტექნოლოგიური, ხარჯეფექტური და ბრძოლის ველზე გამოცდილი პროდუქციის ფართო არჩევანით, შეუძლია უზრუნველყოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ევროპის თავდაცვის ეკოსისტემას ესაჭიროება“.

აღმოაჩინეთ
ერდოღანი: ევროპული არქიტექტურა თურქეთის გარეშე არასრული იქნება
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ზავი გამოაცხადა; ორივე მხარემ ეს დაადასტურა
აშშ-ის კონგრესის 30-მა წევრმა რუბიოს ისრაელის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ კითხვები დაუსვა
უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმამ რუსეთის სამხრეთში მდებარე 13 აეროპორტში მუშაობა შეაფერხა
ინდონეზიამ ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ სამაშველო ოპერაცია დაიწყო
ჯანმო ჰანტავირუსის შემთხვევების შესაძლო მატების შესახებ აფრთხილებს
თურქეთმა ირანსა და აშშ-ს „კონსტრუქციული“ დიალოგისკენ მოუწოდა
მძიმე ბრალდება რუსეთისგან გერმანიას: მედვედევმა ბერლინი „რევანშიზმში“ დაადანაშაულა
თურქეთი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის 2027 წლის თავმჯდომარედ აირჩიეს
თურქეთ-საუდის არაბეთის საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა
ევროკავშირი და აშშ სავაჭრო შეთანხმებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
ილმაზი: თურქეთი არის ეკონომიკა, რომელიც „მსოფლიოს დამაკავშირებელი წერტილის“ პოზიციაზეა
ოკუპანტმა ისრაელელმა ჯარისკაცებმა ამჯერად ღვთისმშობლის ქანდაკება შებღალეს
პრემიერ-მინისტრი სანჩესი: "ესპანეთი თვალს არ დახუჭავს"
წყლის უსაფრთხოება დღის წესრიგის ცენტრშია – თურქეთი მხარს უჭერს განხორციელებაზე ორიენტირებულ COP31-ს