გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შემადგენლობაში შემავალ თათრეთის რესპუბლიკაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტები, დაიღუპა 2 და დაშავდა 12 ადამიანი.
თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის არმიამ ქალაქ ნიჟნეკამსკზე (ტუბენკამა) უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა.
განცხადებაში ნათქვამია: „თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტები. ერთ-ერთ საწარმოში გაჩნდა ხანძარი. საწარმოო პროცესი არ შეჩერებულა. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.“
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, ღამის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონის თავზე უკრაინული 389 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა განეიტრალებული.




















