კომუნიკაციების დირექტორმა დურანმა სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში შემდეგი რამ აღნიშნა:
„ჩვენს რეგიონში დაძაბულობის დასრულებისა და სტაბილურობის აღდგენის თვალსაზრისით, მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ჩვენი სურვილია, რომ ამ შეთანხმებამ წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ არსებული კრიზისის დასრულებაში, არამედ მყარი მშვიდობის დამყარებაშიც. მშვიდობისა და უსაფრთხოების იმ გარემოს დამყარება, რომელიც ჩვენს რეგიონს დიდი ხანია სჭირდება, შესაძლებელი იქნება დიალოგის, დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლისადმი ერთგულებით. თურქეთი, ჩვენი პრეზიდენტის, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ლიდერობით, კვლავაც გააგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ყველა კონსტრუქციული ძალისხმევის მხარდაჭერას“.





















