თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრისას განიხილეს თურქეთ-კანადის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მუშაობს კანადასთან ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად მრავალ სფეროში, მათ შორის ვაჭრობის, უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და ენერგეტიკის მიმართულებით, და რომ ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯები კვლავაც გაგრძელდება.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ თურქეთში დაგეგმილი ნატოს ლიდერთა სამიტი მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საფუძველი გახდება.
საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა კანადის პრემიერ-მინისტრს 1 ივლისი - კანადის დღეც მიულოცა.


















