თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის (TİM) მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაციის თანახმად, წლის პირველ 4 თვეში თურქეთის ექსპორტი 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 88 მილიარდ 630 მილიონ დოლარს მიაღწია.
აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 6,31%-ით გაიზარდა და 35 მილიარდ 225 მილიონი დოლარი შეადგინა.
ევროკავშირში ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტი — 10 მილიარდ 284 მილიონი დოლარი — საავტომობილო ინდუსტრიამ განახორციელა. მას მოსდევს: ქიმიური ნივთიერებები და პროდუქცია — 4 მილიარდ 621 მილიონი დოლარით, მზა ტანსაცმელი და კონფექცია — 3 მილიარდ 176 მილიონით, რკინა და ფერადი ლითონები — 2 მილიარდ 681 მილიონით, ელექტროტექნიკა და ელექტრონიკა — 2 მილიარდ 610 მილიონით, ფოლადი — 2 მილიარდ 230 მილიონით და მანქანა-დანადგარები და მათი ნაწილები — 1 მილიარდ 342 მილიონი დოლარით. ამ სექტორების წილმა ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 30,49% შეადგინა.
იანვარ-აპრილის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ექსპორტი გერმანიაში განხორციელდა. ამ ქვეყანაში ექსპორტი 7,2%-ით გაიზარდა და 6 მილიარდ 769 მილიონ დოლარს მიაღწია. გერმანიას მოსდევენ: იტალია — 4,5 მილიარდი დოლარით, ესპანეთი — 3,5 მილიარდით, საფრანგეთი — 3 მილიარდ 484 მილიონით და რუმინეთი — 2 მილიარდ 443 მილიონი დოლარით.
















