რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან საუბრისას, ზახაროვამ კრასნოდარის ოლქში მდებარე პლაჟზე უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმა შეაფასა.
ზახაროვამ თქვა: "ევროპის ცენტრში მოქმედებს ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აქვს მიტაცებული. ნატოს ქვეყნები კი ტერორიზმს აფინანსებენ. ცოტა ხნის წინ ნატომ და ევროკავშირმა გამოაცხადეს პოლიტიკა ტერორიზმის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ. ახლა კი ისინი თავად გახდნენ საერთაშორისო ტერორიზმის ნაწილი".
ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲔᲑᲣᲚᲘ
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ უკრაინის არმიამ კრასნოდარის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ქალაქ გელენჯიკის მახლობლად, სოფელ არხიპო-ოსიპოვკაში მდებარე პლაჟზე 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 58 დაშავდა.























