სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ცნობილი გახდა, რომ თურქული მფლობელობის ქვეშ მყოფი სამოქალაქო გემები „იაშარი“ და „ნადეჟდა“ გუშინ საღამოს ნოვოროსიისკის პორტიდან გასვლის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის სამიზნე გახდნენ, რის შედეგადაც პერსონალის ნაწილი, მათ შორის ჩვენი მოქალაქეები, დაშავდა. ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოება ჩვენი უპირატესი პრიორიტეტია და მათ მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით“.
„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, ჩვენი ყველა გაფრთხილების მიუხედავად, შავ ზღვაში სულ უფრო ფართოვდება და სამოქალაქო გემებზეც ახდენს გავლენას“, — ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ პრევენციული ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, შავ ზღვაში დაძაბულობის ესკალაციას ექნება მრავალმხრივი უარყოფითი შედეგები, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით.
განცხადებაში კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდება ყველა შესაბამისი აქტორის, უპირველესად კი მებრძოლი მხარეების მიმართ, რათა დაუყოვნებლივ გატარდეს კონკრეტული ზომები შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.






















