ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
სამიტზე 160-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის დაჩქარებისა და აღებული ვალდებულებების განხორციელების მიზნით მოლაპარაკებების ინტენსიურ პროცესს აწარმოებენ.
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
COP31 თურქეთი / Anadolu Agency (Wire)

თურქეთის მიერ COP31-ის თავმჯდომარეობის ფარგლებში პრაქტიკული განხორციელებისთვის გამოცხადებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი 2035 წლისთვის საბოლოო ენერგომოხმარებაში ელექტროენერგიის წილის 35 პროცენტამდე გაზრდა გახდა.

თურქეთის 35x35 ელექტრიფიკაციის მიზანი ასევე აისახა COP31-ის მოლაპარაკებების პირველი კვირის შედეგად მომზადებულ პირველ სამუშაო ტექსტში.

მოლაპარაკებების ამ ეტაპზე, 18 ნოემბერს, თურქეთის დროით 09:30 საათის მდგომარეობით, 75-მა ქვეყანამ თურქეთის 35x35 მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამ ქვეყნებს შორის არიან გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, იაპონია, დანია, კანადა და ყირგიზეთი. გარდა ამისა, ევროკომისიამაც განაცხადა, რომ ევროკავშირმა აღნიშნული მიზანი დაამტკიცა.

COP31-ის მოლაპარაკებების თავმჯდომარე ავსტრალიამაც განაცხადა, რომ 35x35 ელექტრიფიკაციის ვალდებულების ერთ-ერთი „პირველი ხელმომწერია“.

94 ორგანიზაცია თურქეთის მიზანს მხარს უჭერს

ბიზნესსექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების 94-მა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს თურქეთის მიერ გამოცხადებულ ამ მიზანს.

COP31-ზე, რომელიც პარიზის შეთანხმების შემდეგ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში შეთანხმებული ვალდებულებების განხორციელებაზეა ორიენტირებული, მიზნად არის დასახული გლობალური ელექტრიფიკაციის მაჩვენებლის ამჟამინდელი 22 პროცენტიდან 35 პროცენტამდე გაზრდით სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება.

ამ ვალდებულების მიზანია წვლილი შეიტანოს დუბაიში გამართულ COP28-ზე მიღებულ ვალდებულებაში, რომელიც 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის გლობალური სიმძლავრის 3-ჯერ, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ტემპის 2-ჯერ გაზრდასა და ემისიების შემცირებას გულისხმობს.

მოსალოდნელია, რომ ელექტრიფიკაცია დააჩქარებს სუფთა ენერგიაზე გადასვლას, შეავსებს გლობალური დათბობის შესაზღუდად გაწეულ ძალისხმევას და წვლილს შეიტანს ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით ტემპერატურის ზრდის შეძლებისდაგვარად 1,5 გრადუსით შეზღუდვის მიზნის მიღწევაში.

მეორე მხრივ, კლიმატის მეცნიერების სფეროს უახლესი ანგარიშები აჩვენებს, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდის მიერ 1,5 გრადუსის ზღვრის გადაჭარბების რისკი ძალიან მაღალია, თუმცა ემისიების სწრაფად შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯებით ამ გადაჭარბების უკუქცევა შესაძლებელია.

აღმოაჩინეთ
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქი მესხები გაიხსენა
მექის შეთანხმება ძალაში შევიდა
თურქეთმა და კატარმა სტამბოლში ისტორიულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი
პრეზიდენტ ერდოღანის ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრები COP31-ის ლიდერთა სამიტზე
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში დრონებით თავდასხმა: დაღუპულია 4 ადამიანი
ერდოღანი: COP31-ზე ლიდერთა სიმტკიცე პარიზის შეთანხმებისთვის გამამხნევებელია
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ტყვეების დღემდე ყველაზე დიდ გაცვლას დათანხმდა
ევროკავშირი: „ცხადია, რომ ჩვენი უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის“
აშშ-ში, თეთრი სახლის მახლობლად მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
მალათიაში ჩამოვარდნილ S-70 ტიპის ვერტმფრენში მყოფი 4 სამხედრო დაიღუპა
თურქეთსა და ჩინეთს შორის15 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა
პრეზიდენტი ერდოღანი ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანს შეხვდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დუბლინში შეხვდნენ
ბარსელონაში საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა
ირანი: „ჰორმუზის სრუტეში 2 სუპერტანკერზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა“