ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
ხალიბაფმა განაცხადა: „თუ აშშ კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, მომავალში ნებისმიერი კონფლიქტის გეოგრაფიულ მასშტაბს არა ვაშინგტონი, არამედ ირანი განსაზღვრავს“.
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს / َAA

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავარმა მომლაპარაკებელმა მუჰამედ ბაქირ ხალიბაფმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „არც ომის, არც მშვიდობის“ მდგომარეობაში არ დარჩება და გააფრთხილა, რომ თეირანი აშშ-სთან როგორც მოლაპარაკებებისთვის, ისე ომისთვისაც მზადაა.

საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს ცნობით, ხალიბაფმა კვირას ონლაინ ფორმატში გამართული პარლამენტის სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „თუ ამერიკელები ჩვენს შვიდ გონივრულ პირობას მიიღებენ, შეთანხმების მიღწევის გზა ღია დარჩება“.

ხალიბაფმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა: „თუმცა, თუ ამერიკელები ამჯერად კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებენ, ბრძოლის ველის გეოგრაფიულ მასშტაბს არა მათი სურვილები ან განზრახვები, არამედ ირანის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და სიმტკიცე განსაზღვრავს“.

ხალიბაფს არ დაუკონკრეტებია, რას მოიცავს აღნიშნული შვიდი პირობა ან რა სახის შეთანხმებას მიიჩნევს ირანი მისაღებად.

წინა ცნობების თანახმად, ირანის შვიდ პირობას შორისაა: აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა, ჰორმუზის სრუტეში გამავალი სავაჭრო გემებისა და ნავთობტანკერებისთვის უსაფრთხო გავლის გარანტიის მიცემა, ცალმხრივი სანქციების გაუქმება, ირანის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გაყინული ირანული აქტივების განბლოკვა, თეირანისთვის ბირთვული მასალების ქვეყნის შიგნით დატოვების უფლების მიცემა და ომის დასრულება.

ხალიბაფმა ეს განცხადებები ახალი სარაკეტო ობიექტის პრეზენტაციისას გააკეთა, რომელიც, მისი თქმით, ომის დროს და მტრის ცეცხლის ქვეშ აშენდა.

ხალიბაფმა აღნიშნა, რომ ხსენებული ობიექტი მხოლოდ ტექნიკური ან თავდაცვაზე ორიენტირებული მიღწევა არ არის და განაცხადა, რომ იგი რეგიონში სტრატეგიული ბალანსის ცვლილებას განასახიერებს.

მან შეაქო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალები და განაცხადა, რომ ამ ძალების შესაძლებლობები ისრაელს გამოწვევას უცხადებს და აძლიერებს ირანელებისა და პალესტინის საქმის მხარდამჭერთა სულისკვეთებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის ბოლოდროინდელი განცხადებები და აღნიშნა, რომ ისინი ირანის ძლიერების გამო ვაშინგტონის იმედგაცრუების დასტურია; მისივე თქმით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ირანის შეურაცხყოფის ნაცვლად სპარსეთის ყურეში საკუთარ სტრატეგიულ წარუმატებლობებზე უნდა იფიქრონ.

აღმოაჩინეთ
თურქეთსა და ჩინეთს შორის15 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა
პრეზიდენტი ერდოღანი ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანს შეხვდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დუბლინში შეხვდნენ
ბარსელონაში საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა
ირანი: „ჰორმუზის სრუტეში 2 სუპერტანკერზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა“
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო: „ნასერის საავადმყოფოს მიზანში ამოღება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაავადებულთა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა
ზელენსკი: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი დამოკიდებულია აშშ-ის მიდგომაზე რუსეთის მიმართ
ირანმა შესაძლოა ევროპაში მდებარე აშშ-ის ბაზები მიზანში ამოიღოს
იტალიაში 100-ზე მეტ სკოლაში ბომბის განგაში გამოცხადდა
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა COP31-ზე ქვეყნებს „კლიმატური სამართლიანობის შეთანხმები
პრეზიდენტი ერდოღანი: „ჩვენი ცივილიზაციის ცენტრში ბუნების პატივისცემა დგას“
კატების ადამიანებთან კნავილის მიზეზი დადგინდა
ევროკავშირის 2027 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება შედგა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა