გამოქვეყნდა თურქეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტისა და ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომლობით მომზადებული ივლისის თვის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები.
მონაცემების თანახმად, ზოგადი სავაჭრო სისტემის (GTS) ფარგლებში, ივლისში ექსპორტი გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 2,9%-ით 25 მილიარდ 623 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 5,1%-ით — 32 მილიარდ 966 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
საგარეო სავაჭრო დეფიციტი ივლისში წლიურ ჭრილში 13,6%-ით გაიზარდა და 6 მილიარდ 463 მილიონი დოლარიდან 7 მილიარდ 343 მილიონ დოლარამდე ავიდა.
იმპორტის ექსპორტით დაფარვის მაჩვენებელი 2025 წლის ივლისში თუ 79,4%-ს შეადგენდა, გასულ თვეს ეს მაჩვენებელი 77,7%-მდე შემცირდა.
იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4%-ით გაიზარდა და 161 მილიარდ 539 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტმა 4,7%-იანი მატებით — 222 მილიარდ 85 მილიონი დოლარი შეადგინა.






















