ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა, რომ 27-წევრიანი ევროკავშირი (EU) უფრო დიდი სტრუქტურის უნდა იყოს და ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს წევრთა რაოდენობის 40-მდე გასაზრდელად, კანადის ჩათვლით.
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სტuბმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უფრო მასშტაბურად უნდა იაზროვნოს.
მან ევროკავშირის გაფართოებას „ევროპის საუკეთესო პოლიტიკა“ უწოდა და დასძინა: „ევროკავშირმა უნდა იბრძოლოს წევრთა რაოდენობის 40 ქვეყნამდე გაზრდისთვის და გაერთიანებული სამეფო, კანადა, თურქეთი, ნორვეგია და ისლანდია პოტენციურ წევრობის კანდიდატებად უნდა დაასახელოს“.
სტuბმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მონტენეგრო და ალბანეთი „მოწინავე კანდიდატ ქვეყნებად“ მიიჩნევიან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წელს ევროკავშირიდან გასული გაერთიანებული სამეფოს კავშირში ხელახალი დაბრუნებაც მნიშვნელოვანია.
მან ასევე მიუთითა, რომ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესს მიაღწიეს: „ჩვენ თურქეთზეც სერიოზულად უნდა ვიფიქროთ. ახლა თურქეთზე აღარავინ საუბრობს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, თურქეთი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს“.















