აღნიშნული ინფორმაცია ქუვეითის ინფორმაციის სამინისტრომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ტექნიკური ჯგუფებისა და შესაბამისი უწყებების მიერ ზარალის შეფასების დასრულებისა და ოპერაციების უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომების მიღების შემდეგ, ფრენები T4 ტერმინალიდან განახლდა.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ მგზავრებისა და პერსონალის უსაფრთხოება პრიორიტეტულია და მუშაობა კვლავ გაგრძელდება ყველა შესაბამის მხარესთან კოორდინაციით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოპერაციების უწყვეტობა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
ავიაკომპანია „ქუვეითის ავიახაზების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრენების შეჩერების გამო გადადებული რეისების განრიგი ხელახლა შედგება და გამოქვეყნდება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მგზავრები, რომლებსაც სურთ ჯავშნის გაუქმება ან შეცვლა, მხოლოდ დღევანდელ რეისებზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
ქუვეითის არმიამ მანამდე განაცხადა, რომ ირანის მიერ განხორციელებული კამიკაძე-დრონების თავდასხმის შედეგად აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის შენობა დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა სამმართველომ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის თავდასხმის გამო ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეჩერებული იყო.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის კუნძულ ყეშმზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, მათ რაკეტებით დაარტყეს ქუვეითში მდებარე სამხედრო ბაზებს, სადაც ამერიკული ძალები არიან დისლოცირებულნი.















