ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
კაია კალასმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირმა სანაცვლოდ რაიმეს მიღების გარეშე ნაბიჯი არ უნდა გადადგას და მომლაპარაკებელთა გუნდმა ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა მოახდინოს ზეწოლა.
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს / Reuters (Wire)

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირმა სანაცვლოდ რაიმეს მიღების გარეშე ნაბიჯი არ უნდა გადადგას და მომლაპარაკებელთა გუნდმა ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა მოახდინოს ზეწოლა.

კალასმა ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა 13 ნოემბერს მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლობის ფორმა განსაზღვრეს და საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებების შინაარსზე მუშაობას გააგრძელებენ.

კალასის განცხადებით, რუსეთმა 2021 წელს, ომამდე მოთხოვნების სია წარადგინა, ახლა კი მოსკოვმა კვლავ წამოაყენა იგივე მოთხოვნები და მათ ახლებიც დაამატა. „ეს ომის გაგრძელების აშკარა საბაბია. ამ საკითხში რეალისტები უნდა ვიყოთ“, — თქვა მან.

კალასმა აღნიშნა, რომ მინისტრებთან ერთად განიხილავენ რუსეთის მაქსიმალური მოთხოვნების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ მაქსიმალურ მოთხოვნებს და დასძინა, რომ წინ ინტენსიური მუშაობა ელით.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ევროპაში არსებობს უსაფრთხოების არქიტექტურა და განმარტა, რომ რუსეთმა ეს წესრიგი მრავალი შეთანხმებით, მათ შორის ჰელსინკის დასკვნითი აქტითა და ბუდაპეშტის მემორანდუმით აღიარა.

კალასმა მიუთითა, რომ პრობლემა რუსეთის მიერ შეთანხმებების შეუსრულებლობაშია: „ამიტომ რუსეთის მხრიდან უნდა დავინახოთ კონკრეტული დათმობები, რომლებიც აჩვენებს, რომ იგი ამ შეთანხმებებს დაიცავს“.

კაია კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს: „ის, რაც უნდა დავინახოთ, ცეცხლის შეწყვეტაა — ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის დასაწყებად“.

მისი თქმით, რუსეთი ამტკიცებს, თითქოს ევროპელებს მისთვის ჯერ არაფერი შეუთავაზებიათ: „მოულოდნელად ისე გამოდის, თითქოს ჩვენი ვალია მათ რაიმე შევთავაზოთ. თუმცა ომი მათ დაიწყეს. აგრესორი ისინი არიან და არსებობს მსხვერპლი“.

კითხვაზე, შედის თუ არა ევროკავშირის მაქსიმალურ მოთხოვნებს შორის სხვა ქვეყნებიდან რუსი სამხედროების გაყვანა, კალასმა უპასუხა, რომ სიაში შედის რუსეთის მიერ ჯარების გაყვანა ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც მას ამჟამად სამხედროები ჰყავს განთავსებული.

 

აღმოაჩინეთ
თურქეთსა და ჩინეთს შორის15 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა
პრეზიდენტი ერდოღანი ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანს შეხვდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დუბლინში შეხვდნენ
ბარსელონაში საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა
ირანი: „ჰორმუზის სრუტეში 2 სუპერტანკერზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა“
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო: „ნასერის საავადმყოფოს მიზანში ამოღება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაავადებულთა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა
ზელენსკი: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი დამოკიდებულია აშშ-ის მიდგომაზე რუსეთის მიმართ
ირანმა შესაძლოა ევროპაში მდებარე აშშ-ის ბაზები მიზანში ამოიღოს
იტალიაში 100-ზე მეტ სკოლაში ბომბის განგაში გამოცხადდა
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა COP31-ზე ქვეყნებს „კლიმატური სამართლიანობის შეთანხმები
პრეზიდენტი ერდოღანი: „ჩვენი ცივილიზაციის ცენტრში ბუნების პატივისცემა დგას“
კატების ადამიანებთან კნავილის მიზეზი დადგინდა
ევროკავშირის 2027 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება შედგა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა