განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ თავდასხმები უკვე 9 ღამეა გრძელდება, ნათქვამია: „თავდასხმები კვლავაც გააგრძელებს ირანის იმ სამხედრო შესაძლებლობების შესუსტებას, რომლებსაც ის ჰორმუზის სრუტეში გამავალი სავაჭრო გემებისა და სამოქალაქო მეზღვაურების წინააღმდეგ იყენებს“.
ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში აფეთქებები მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, აფეთქებები მოხდა მრავალ რეგიონში, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ხუზესტანის პროვინციაში მდებარე საპორტო ქალაქებში — მაჰშაჰრსა და ბენდერ-იმამ-ხომეინიში.




















