ანკარა (AA) - პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პაკისტანის თავდაცვის ძალებისა და სახმელეთო ჯარების სარდალი, მარშალი საიდ ასიმ მუნირი მიიღო.
ანკარის აეროპორტში მიღება პრესისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
მიღებას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი, გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი სელჩუკ ბაირაქთაროღლუ და ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის (MİT) ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი.

















