CENTCOM-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ის ანგარიშზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის მიმართ საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ირანში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ტალღა დასრულდა“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმების დროს სამიზნე იყო ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპირო რადარების პოზიციები, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ობიექტები, ასევე მცირე ზომის კატარღები.
აღნიშნულ თავდასხმებში გამანადგურებელ თვითმფრინავებთან, სამხედრო გემებთან და კამიკაძე-დრონებთან ერთად, პირველად იქნა გამოყენებული კამიკაძე უპილოტო საზღვაო აპარატები. განცხადებაში ხაზგასმულია: „ჰორმუზის სრუტე სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო დერეფანია გლობალური ვაჭრობისთვის. ირანი მას არ აკონტროლებს“.
განცხადების თანახმად, ირანის „გაუმართლებელი აგრესიის, შევიწროების, მუქარისა და თვითნებური განცხადებების“ მიუხედავად, აშშ-ის ძალები მზადყოფნაში არიან და დისლოცირებულნი არიან ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.
აშშ-ის არმიამ მანამდეც განაცხადა, რომ 7 და 8 ივლისს ირანის წინააღმდეგ თავდასხმები დაიწყო „კომერციული გემების მიზანში ამოღების“ საფუძვლით.





















