ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპი ირანის ენერგოობიექტებზე დარტყმით იმუქრება, თუ სრუტე 48 საათში არ გაიხსნება
ირანმა მანამდე განაცხადა, რომ მისი ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღების შემთხვევაში, „ნულოვანი შეზღუდვით“ უპასუხებს.
ტრამპი ირანის ენერგოობიექტებზე დარტყმით იმუქრება, თუ სრუტე 48 საათში არ გაიხსნება
ტრამპი ირანის ენერგოობიექტებზე დარტყმით იმუქრება, თუ სრუტე 48 საათში არ გაიხსნება / AP
22 მარტი 2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ენერგოობიექტების „მიწასთან გასწორებით“ დაემუქრა, თუ ქვეყანა 48 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის.

შაბათს, პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ თუ ირანი ამ დროის განმავლობაში სრუტეს „ყოველგვარი საფრთხის გარეშე სრულად არ გახსნის“, აშშ სხვადასხვა ენერგოსადგურს დაარტყამს, პირველ რიგში კი — ყველაზე დიდ ობიექტს.

პოსტი აშშ-ის აღმოსავლეთის დროით 19:44 საათზე გამოქვეყნდა, რითაც ტრამპმა ირანს ფაქტობრივად ორშაბათ გვიან ღამემდე მისცა ვადა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ობიექტია „ყველაზე დიდი“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პარასკევს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღების შემთხვევაში, თეირანი „ნულოვანი შეზღუდვით“ უპასუხებდა.

მანამდე ტრამპმა PBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თეირანის ენერგოობიექტებს მიზანმიმართულად არ ესხმოდა თავს, რადგან ეს სამოქალაქო მოსახლეობისთვის მრავალწლიან ზიანსა და „ტრავმას“ გამოიწვევდა. ბოლო განცხადება რიტორიკის მკვეთრ გამკაცრებაზე მიუთითებს.

ჰორმუზის სრუტეში კრიზისი ღრმავდება

მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე თავდასხმები დაიწყეს, თეირანმა საპასუხოდ სრუტე ფაქტობრივად ჩაკეტა.

ნორმალურ პირობებში, მსოფლიო ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის დაახლოებით ერთი მეხუთედი სწორედ ამ პუნქტის გავლით გადაიზიდება. სრუტის ჩაკეტვამ ამ მარშრუტზე დამოკიდებული ქვეყნები აიძულა ალტერნატიული გზები ეძებნათ და რეზერვები გამოეყენებინათ.

ყურედან მიწოდების შემცირებამ გლობალურად გაზარდა საწვავის ფასები, ხოლო ომის გაჭიანურების შემთხვევაში მთავრობებისთვის საყოველთაო ინფლაციის რისკი შექმნა.

აშშ-ის არმიამ შაბათს განაცხადა, რომ ირანის ერთ-ერთ სამალავს დაარტყა, სადაც ის იარაღი ინახებოდა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და გაზის გადაზიდვას უქმნიდა საფრთხეს.

მიიჩნევა, რომ ეს განცხადება ენერგობაზრებზე არსებული შეშფოთებისა და ვაშინგტონის ფრთხილი მოკავშირეების დამშვიდებას ისახავდა მიზნად. 20-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზის გახსნის მცდელობებს.

აღმოაჩინეთ
კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად სულ მცირე 66 ადამიანი დაიღუპა
მედია: ისრაელმა ბეირუთის სამხრეთით მდებარე შვიდ რაიონზე ღამის განმავლობაში იერიში მიიტანა
ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე სამხედრო ოპერაცია გადადო
ისრაელმა თეირანზე ახალი იერიშები მიიტანა
ვაშინგტონმა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეიძლება დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდეს
ყურის ქვეყნებმა სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შემდეგ თურქეთსა და კატარს მხარდაჭერა გამოუცხადეს
ისრაელმა კიდევ ერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ღაზაში ოთხი პალესტინელი მოკლა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების მიზნით შეხვედრები გამართა
ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
ტრამპი ირანის ენერგოობიექტებზე დარტყმით იმუქრება, თუ სრუტე 48 საათში არ გაიხსნება
ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩარჩოს ეძებს
„აშშ ირანის ურანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალურ ოპერაციას განიხილავს“
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში სამხედრო ოპერაციები შესაძლოა შემცირდეს
კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: თურქეთი ყოველთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მხარესაა
ისრაელმა უსაფრთხოების მიზეზით ალ-აქსას მეჩეთში რამადან ბაირამის ლოცვები აკრძალა