ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთ-პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების მცდელობები განიხილეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა და მისმა პაკისტანელმა კოლეგამ მუჰამედ ისჰაკ დარმა აზრები გაცვალეს იმ დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რომელიც აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასასრულებლად ხორციელდება.
თურქეთ-პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების მცდელობები განიხილეს
თურქეთ-პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების მცდელობები განიხილეს / AA
11 საათის წინ

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებმა განაცხადეს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა და მისმა პაკისტანელმა კოლეგამ მუჰამედ ისჰაკ დარმა ირანის ომის შესახებ ისაუბრეს.

ფიდნამა და დარმა სამშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში აზრები გაცვალეს იმ დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული თავდასხმებით გამოწვეული ომის დასრულებას.

პაკისტანმა მანამდე მოითხოვა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალირებული ომის დასასრულებლად დიპლომატიურ ძალისხმევას "დრო და შესაძლებლობა" მიეცეს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა განაცხადა: „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის დიპლომატიური ძალისხმევა სტაბილურად პროგრესირებს“.

თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ პაკისტანის ბოლო შეთავაზების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "ეცნობა", ხოლო პრესსპიკერმა კაროლინ ლივიტმა თქვა: „პრეზიდენტმა იცის შეთავაზების შესახებ და პასუხი იქნება“.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ბოლო ვადა ახლოვდება

ეს მოხდა ტრამპის მიერ ირანისთვის განსაზღვრული ბოლო ვადის – აღმოსავლეთის დროით 20:00 საათის (ოთხშაბათს 00:00 GMT) ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ კვირების განმავლობაში მიმდინარე თავდასხმები დაიწყეს, მთელი რეგიონი მზადყოფნაშია.

თეირანმა კი უპასუხა უპილოტო საფრენი აპარატებითა და სარაკეტო თავდასხმებით, რომელთა სამიზნე იყო ისრაელი, იორდანია, ერაყი და სპარსეთის ყურის ის ქვეყნები, რომლებიც მასპინძლობენ აშშ-ის სამხედრო ძალებს; ამ თავდასხმებმა გამოიწვია მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება, ასევე შეაფერხა გლობალური ბაზრები და ავიაცია.

აღმოაჩინეთ
FAO: ომის გამო გაზრდილი ენერგიისა და სასუქების ხარჯები სურსათზე ფასებს ზრდის
ჩამოაგდო თუ არა ირანმა აშშ-ის გამანადგურებელი F-35?
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო მეტად ამოიღებს მიზანში
პრეზიდენტი ერდოღანი: ბრძოლა, რომელიც ნავთობისთვის მიმდინარეობს, მომავალში წყლისთვის გაიმართება
მაკრონი: ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ძალის გამოყენების იდეა არარეალისტურია
თურქეთის კრიტიკული გაფრთხილება
ბრიტანეთი ირანზე ზეწოლის გლობალურ ინიციატივას ჰორმუზის ბლოკადის გამო უძღვება
ევროკავშირი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების დაცვის პირობას დებს
7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში
ირანმა, რომლის შესაძლებლობებსაც ტრამპი შეზღუდულს უწოდებდა, ისრაელზე თავდასხმები განახორციელა
NASA-მ 53-წლიანი პაუზის შემდეგ დაიწყო მისია Artemis II, რომელიც 4 ასტრონავტს მთვარის გარშემო ატარებს
პრეზიდენტი ერდოღანი: ირანის წინააღმდეგ „უკანონო ომის“ პასუხისმგებელი ისრაელია
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანიდან 2-3 კვირაში გავა
თურქეთმა კოსოვო დაამარცხა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა
თურქეთი: ისრაელის კანონი პალესტინელებისთვის სიკვდილით დასჯის შესახებ „უკანონოა“