თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე „უკანონო ომის“ მთავარი პასუხისმგებელია.
დედაქალაქ ანკარაში, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა თქვა: „ამ უკანონო ომის პირველი რიგის პასუხისმგებელი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რეგიონს აქცევს ცეცხლის ალად, არამედ მთელი კაცობრიობის მხრებსაც მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვება, არის კონფლიქტზე, ქაოსსა და კრიზისზე დამოკიდებული ისრაელის მთავრობა“.
ერდოღანმა აღნიშნა: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომში დაღვრილი სისხლის ყოველი წვეთი იქნება „სიცოცხლის წყალი“, რომელიც ნეთანიაჰუს პოლიტიკურ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს“.
ერდოღანმა ასევე დაამატა: „ჩვენი სურვილია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს და ამგვარად, მშვიდობისკენ მიმავალი გზა გაიხსნას მანამ, სანამ კიდევ მეტი სისხლი დაიღვრება. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ყველანაირი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ“.













