ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 3 წუთი
მინისტრი ფიდანი TDT-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე თურქეთს წარმოადგენს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი მონაწილეობას მიიღებს თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის (TDT) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში, რომელიც დღეს ყაზახეთის ქალაქ თურქესტანში გაიმართება.
მინისტრი ფიდანი TDT-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე თურქეთს წარმოადგენს
მინისტრი ფიდანი TDT-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე თურქეთს წარმოადგენს / AA

საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ფიდანი 15 მაისს, პარასკევს, ყაზახეთის ქალაქ თურქესტანში დაგეგმილ TDT-ის არაფორმალურ სამიტზე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსთან ერთად ეწვევა, ხოლო იმავე დღეს, სამიტამდე გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომას დაესწრება.

2025 წლის 7 ოქტომბერს გაბალაში გამართულ TDT-ის მე-12 სამიტზე სახელმწიფოთა მეთაურების მიერ მიღებულ დეკლარაციაში, თურქეთის ინიციატივით, დაფიქსირდა საკითხი TDT-ის საგარეო საქმეთა მინისტრების უფრო ხშირი შეხვედრების შესახებ.

ამ ფარგლებში, თურქეთის მასპინძლობით, 7 მარტს სტამბოლში და 18 აპრილს ანტალიის მეხუთე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, TDT-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრები ჩატარდა.

ორგანიზაციის ფარგლებში, რომელიც „ოჯახურ საბჭოდ“ მოიხსენიება, ბოლო პერიოდში ყველა სფეროში გაზრდილი თანამშრომლობის გამოხატულებაა ის, რომ თურქესტანში დაგეგმილი მომდევნო შეხვედრით, TDT-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბოლო სამ თვეში მესამედ შეიკრიბებიან.

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის, მასპინძელი ყაზახეთის, მოქმედი თავმჯდომარე აზერბაიჯანის, ასევე ყირგიზეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და TDT-ის გენერალური მდივანი, დაგეგმილია კონსულტაციები ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროებზე და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აქტუალურ გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე, პირველ რიგში, ირანსა და ღაზასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ბოლოს მოსალოდნელია ხელი მოეწეროს „საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებას TDT-ის სამდივნოს ინსტიტუციური და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ".

მინისტრი ფიდანი თავის გამოსვლაში გეგმავს კმაყოფილება გამოხატოს თურქულ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური დიალოგის, ვაჭრობის, ენერგომომარაგების უსაფრთხოების, კავშირგაბმულობის, კულტურის, განათლებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გამო.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ფიდანმა, პრეზიდენტ ერდოღანის მოწოდების შესაბამისად, ხაზი გაუსვას თურქული სამყაროს ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას, რათა კვიპროსელმა თურქებმა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა რესპუბლიკამ (ჩკთრ საერთაშორისო საზოგადოებაში მათთვის კუთვნილი ადგილი დაიკავონ.

გამოსვლისას ფიდანი ასევე შეეხება ირანში მიმდინარე მოვლენებს, რომელთა უარყოფითი გავლენა გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე ყველასთვის საგრძნობია. იგი აღნიშნავს, რომ ეს მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თურქული სამყაროსთვის ალტერნატიული დაკავშირებადობის ვარიანტების მნიშვნელობას. ასევე, იგი ხაზს გაუსვამს, რომ აუცილებელია ჰორმუზის სრუტის გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთა და ნავიგაციის თავისუფლების პრინციპის დაცვა.

ფიდანი ასევე აღნიშნავს პაკისტანთან და სხვა რეგიონულ პარტნიორებთან ერთად კონფლიქტის მუდმივი დასრულებისთვის დიპლომატიური მცდელობების მხარდაჭერის მნიშვნელობას. იგი ხაზს გაუსვამს, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებასთან კოორდინაციით შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას ღაზას აღდგენისთვის. ამასთანავე, დაგეგმილია მისი ორმხრივი შეხვედრები TDT-ის წევრი ქვეყნების კოლეგებთან.

თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაცია

„თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო“ დაარსდა 2009 წლის 3 ოქტომბერს თურქეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს შორის ხელმოწერილი ნახიჩევანის შეთანხმებით. აღნიშნული საბჭოს სახელი 2021 წელს სტამბოლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით შეიცვალა „თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციით“ (TDT).

ორგანიზაციის მთავარ მიზნებს შორისაა თურქულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთნდობის გარემოს განმტკიცება, პოლიტიკური სოლიდარობის გაძლიერება, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება, თურქული სამყაროს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა და პოპულარიზაცია.

TDT-ს, რომლის სამდივნოც სტამბოლში მდებარეობს, ამჟამად ჰყავს 5 წევრი (თურქეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი) და 4 დამკვირვებელი (უნგრეთი, თურქმენეთი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია).

აღმოაჩინეთ
ესპანეთის მოწოდება ევროპული არმიის შექმნის შესახებ: ვერ გავიღვიძებთ იმ ფიქრით, თუ რას გააკეთებს აშშ
უკრაინის არმია: „ზავის დასრულების შემდეგ რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა“
გეოპოლიტიკური მოვლენები თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს
ბელგია თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების „მნიშვნელოვან პოტენციალს“ ხედავს
რატომ იწვევენ მეცნიერები მიწისძვრებს ალპებში?
მინისტრი ჩიფთჩი თურქეთ-მონღოლეთის ეკონომიკური და სავაჭრო შერეული კომისიის მე-10 სხდომას დაესწრება
სამგზავრო გემზე, სადაც ჰანტავირუსის აფეთქება მოხდა, აშშ-ის მოქალაქის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა
ADF-ის მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
ირანის არმია: ქვეყნებს რომლებიც აშშ-ის სანქციებს ემორჩილებიან ჰორმუზის სრუტეში პრობლემები შეექმნება
ირანის პრეზიდენტი: მოლაპარაკებებზე საუბარი არ ნიშნავს დანებებას
პრეზიდენტ ერდოღანის გზავნილი „დედის დღესთან“ დაკავშირებით
პაკისტანში ბომბის აფეთქებისა და შეტაკებების შედეგად 12 პოლიციელი დაიღუპა
პრეზიდენტი ერდოღანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ ალ ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა
ერდოღანი: ევროპული არქიტექტურა თურქეთის გარეშე არასრული იქნება
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ზავი გამოაცხადა; ორივე მხარემ ეს დაადასტურა