ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ჯანმო: ჰანტავირუსის რისკი მსოფლიო მოსახლეობისთვის დაბალი რჩება
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სამგზავრო გემზე აღმოჩენის შემდეგ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოქცეულ ჰანტავირუსს მსოფლიო მოსახლეობისთვის კვლავ „დაბალი რისკის“ მქონედ აფასებენ.
ჯანმო: ჰანტავირუსის რისკი მსოფლიო მოსახლეობისთვის დაბალი რჩება
ჯანმო: ჰანტავირუსის რისკი მსოფლიო მოსახლეობისთვის დაბალი რჩება / Reuters

გებრეიესუსმა ნიდერლანდების დროშის ქვეშ მცურავ გემ „MV Hondius“-ზე ჰანტავირუსის აღმოჩენის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ში ბაზირებული კომპანია X-ის სოციალურ პლატფორმაზე პოსტი გამოაქვეყნა.

გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ 2 მაისის შემდეგ ჰანტავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებული გარდაცვალების ახალი ფაქტი არ დაფიქსირებულა: „ჯანმოსთვის შეტყობინებული სულ 11 შემთხვევიდან, 8 ლაბორატორიული ტესტებით ანდესის ვირუსის ინფექციად დადასტურდა. დარჩენილი ერთი შემთხვევა კი უფრო დეტალურ კვლევას გადის. ჯანმო კვლავ დაბალ მჩვენებლად აფასებს რისკს მსლოფლიო მოსახლეობისთვის“.

მან აღნიშნა, რომ ყველა შესაბამისი ქვეყნის ექსპერტებთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან და საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების ოფიციალური არხებით აგრძელებენ ყოველკვირეული ანგარიშების მიღებას გემიდან ევაკუირებული მგზავრებისა და ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„საერთაშორისო კოორდინაცია კვლავ აგრძელებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ძალისხმევის მხარდაჭერას“, - განაცხადა მან.

ჰანტავირუსის შემთხვევები გემზე

ნიდერლანდების დროშის ქვეშ მცურავი სამგზავრო გემი „MV Hondius“ 1 აპრილს არგენტინის უშუაიას პორტიდან გავიდა.

11 აპრილს გემზე 70 წლის ნიდერლანდელი გარდაიცვალა. 13-16 აპრილს დასავლეთ აფრიკაში ტრისტან-და-კუნიას, მიუვალი კუნძულისა და ბულბულის კუნძულის მონახულებისას გემზე კიდევ 6 მგზავრი ავიდა, რის შედეგადაც იმ დროის მონაცემებით გემზე სულ 180 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

როდესაც გემი წმინდა ელენეს კუნძულზე მივიდა, იქ დაახლოებით 30-მა მგზავრმა დატოვა ბორტი; გარდაცვლილი მგზავრის ცხედარი და მისი ნიდერლანდელი მეუღლე, რომელსაც სიმპტომები აღენიშნებოდა, ასევე ჩამოვიდნენ გემიდან. ნიდერლანდელი ქალი, რომელიც იოჰანესბურგში გაემგზავრა, 26 აპრილს გარდაიცვალა.

ბრიტანეთის მოქალაქე მამაკაცი მგზავრი, რომელსაც სიმპტომები ჰქონდა, თავის ამერიკელ მეგობართან ერთად 27 აპრილს ჩამოიყვანეს გემიდან.

2 მაისს ჯანმომ გამოაცხადა, რომ სანამ „MV Hondius“ კაბო-ვერდესთან (მწვანე კონცხის კუნძულები) იმყოფებოდა, გემზე ჰანტავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. 3 მაისს გერმანელი ქალი მგზავრის გარდაცვალებით, ამ გემზე მოგზაურობისას ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა.

მას შემდეგ, რაც კაბო-ვერდეს ხელისუფლებამ გემს ნაპირთან მიდგომისა და მგზავრების გადასვლის უფლება არ მისცა, ჯანმოსა და ესპანეთს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, 5 მაისს გადაწყდა „MV Hondius“-ის ტენერიფეში გადაყვანა მგზავრების გადმოსასხმელად.

ტენერიფედან ევაკუირებულ მგზავრებს შორის ერთ ფრანგს და ერთ ამერიკელს ჰანტავირუსზე ტესტი დადებითი აღმოაჩნდათ.

ჰანტავირუსი

ჰანტავირუსი ცნობილია, როგორც დაავადება, რომელიც ძირითადად მღრღნელებისგან გადადის.

ვირუსი გადადის მღრღნელების გამხმარი ექსკრემენტებით, შარდითა და ნერწყვით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით, ზოგჯერ კი მღრღნელის მიერ კბენით ან გაკაწვრით. მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, დაღლილობა და კუნთების ტკივილი.

ვირუსმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი შინაგანი სისხლდენა და თირკმლის უკმარისობა.

აღმოაჩინეთ
ესპანეთის მოწოდება ევროპული არმიის შექმნის შესახებ: ვერ გავიღვიძებთ იმ ფიქრით, თუ რას გააკეთებს აშშ
უკრაინის არმია: „ზავის დასრულების შემდეგ რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა“
გეოპოლიტიკური მოვლენები თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს
ბელგია თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების „მნიშვნელოვან პოტენციალს“ ხედავს
რატომ იწვევენ მეცნიერები მიწისძვრებს ალპებში?
მინისტრი ჩიფთჩი თურქეთ-მონღოლეთის ეკონომიკური და სავაჭრო შერეული კომისიის მე-10 სხდომას დაესწრება
სამგზავრო გემზე, სადაც ჰანტავირუსის აფეთქება მოხდა, აშშ-ის მოქალაქის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა
ADF-ის მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
ირანის არმია: ქვეყნებს რომლებიც აშშ-ის სანქციებს ემორჩილებიან ჰორმუზის სრუტეში პრობლემები შეექმნება
ირანის პრეზიდენტი: მოლაპარაკებებზე საუბარი არ ნიშნავს დანებებას
პრეზიდენტ ერდოღანის გზავნილი „დედის დღესთან“ დაკავშირებით
პაკისტანში ბომბის აფეთქებისა და შეტაკებების შედეგად 12 პოლიციელი დაიღუპა
პრეზიდენტი ერდოღანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ ალ ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა
ერდოღანი: ევროპული არქიტექტურა თურქეთის გარეშე არასრული იქნება
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ზავი გამოაცხადა; ორივე მხარემ ეს დაადასტურა