თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას შეუძლია ევროკავშირი სტრატეგიული სიბრმავისგან იხსნას
ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 3 წუთი
თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას შეუძლია ევროკავშირი სტრატეგიული სიბრმავისგან იხსნასმზარდი უსაფრთხოების საჭიროებების ფონზე, ევროკავშირი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობას სტრატეგიულ შესაძლებლობად განიხილავს.
თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას შეუძლია ევროკავშირი სტრატეგიული სიბრმავისგან იხსნას

მზარდი უსაფრთხოების საჭიროებების ფონზე, ევროკავშირი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობას სტრატეგიულ შესაძლებლობად განიხილავს, თუმცა, ამავდროულად, გადაწყვეტილების მიღების კრიტიკულ პროცესშია ზოგიერთი წევრის პოლიტიკურ ყოყმანსა და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ მიდგომებს შორის.

მეორე მსოფლიო ომი, ბერლინის კედლის დანგრევა და საბჭოთა კავშირის დაშლა... ყველა ამ გარდამტეხი მომენტის შემდეგ ევროპის ქვეყნებმა ფსონი „გლობალიზაციაზე“ დადეს და გარკვეული წესრიგი ჩამოაყალიბეს. მათ უსაფრთხოების საკითხი აშშ-ს გადააბარეს, წარმოება კი - ჩინეთს, და არსებული რესურსებით კეთილდღეობაზე ორიენტირებული მომავალი ააშენეს. ეს გეგმა, რომელიც აქამდე წარმატებული იყო, ახლა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის ქვეყნები დიზელის ავტომობილების ატმოსფეროზე ზემოქმედებაზე ფიქრობდნენ და მეცხოველეობისთვის „ნახშირბადის გადასახადის“ დაწესებას გეგმავდნენ, თუმცა 2022 წლის თებერვალში, უკრაინის საზღვართან მომდგარი რუსული სამხედრო კოლონების გამოჩენასთან ერთად, ისინი ახალ ეპოქაში გამოფხიზლდნენ.

დღევანდელ მოცემულობაში გვაქვს ევროპა, სადაც აშშ აცხადებს, რომ „თავდაცვით ფარს“ მოხსნის, თავდაცვის ინდუსტრიის ზოგიერთი ერთობლივი პროექტი შეჩერებულია და არსებობს სერიოზული პრობლემები იმის ცოდნაში, თუ რა და როგორ უნდა აწარმოონ.

პრიორიტეტი ერთობლივი მოქმედებაა თუ ეროვნული ინტერესები?

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პასუხი ამ კითხვაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, თუ რა გველოდება უახლოეს მომავალში.

არსებულ ვითარებაში საიდუმლო არ არის, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხში ანკარას უპირისპირდება. ერთ მხარეს არიან ისინი, ვისაც არც ნატოსთვის და არც ევროკავშირისთვის რაიმე რეალური გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ, თუმცა ვეტოს უფლებას თურქეთის წინააღმდეგ საკუთარი პირადი ამბიციების გამოსახატად იყენებენ.

მეორე მხარეს კი არიან ქვეყნები, რომლებსაც, მიუხედავად ევროკავშირში მნიშვნელოვანი პოზიციისა, საკუთარი ეროვნული ინტერესები გაერთიანების მომავალზე მაღლა უჭირავთ. ამ ქვეყნების ხედვაა, ევროკავშირის საგზაო რუკისგან დამოუკიდებლად, თურქეთთან ბევრად უფრო მჭიდრო და ურთიერთ მოგებაზე (win-win) დაფუძნებული მიდგომა ჩამოაყალიბონ.

ნატოს სამიტის შემდეგ შესაძლოა განსხვავებული პროცესი ვიხილოთ

შემთხვევითი არ არის, რომ თურქეთმა ძალიან მოკლე დროში გააფორმა ორმხრივი თავდაცვითი პროექტები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, რუმინეთი და იტალია. ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის ანკარას კარს აკაკუნებენ.

აქ მთავარი მიდგომა ისაა, რომ უსაფრთხოება ყველა სხვა თემაზე წინ არის წამოწეული.

რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია ევროკავშირის წევრების ერთობლივი მოქმედება, კონტინენტზე საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარება და დამოუკიდებელი თავდაცვითი მიდგომის შექმნა. თუმცა, სადავოა, რამდენად აქვთ ევროკავშირის ქვეყნებს ამისათვის საჭირო ბაზა, ადამიანური რესურსი და ერთობლივი მოქმედების უნარი...

ამ ყველაფერს უნდა დაემატოს „დრო“ - ალბათ ყველაზე კრიტიკული ელემენტი. თითქმის ყველა თანხმდება, რომ ევროპას არ აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ნატოს სამიტის მნიშვნელობა, რომელსაც თურქეთი მასპინძლობს, უფრო ნათელი ხდება - განსაკუთრებით იმ ხიდის თვალსაზრისით, რომელიც თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და ნატო-ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უნდა აიგოს.

საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობის შესახებ მიიღებს, პირდაპირ იქონიებს გავლენას კონტინენტის უახლოეს მომავალზე. თუ ევროპაში თურქული თავდაცვის პროდუქტების გზა გაიხსნება, სავსებით შესაძლებელია, სრულიად სხვაგვარ ევროკავშირზე ვილაპარაკოთ...

აღმოაჩინეთ
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
„TEKNOFEST Mavi Vatan 2026“ დღეს იწყება
ქეჩელის განცხადება საბერძნეთის განახლებადი ენერგიის ჩარჩო-გეგმის შესახებ
პრეზიდენტმა ერდოღანმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ტაკაიჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუსეთში საწვავის დეფიციტი კვლავ ღრმავდება
თურქულ-ამერიკულმა ჯგუფებმა აშშ-ის კონგრესს თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვის დამტკიცებისკენ მოუწოდეს
ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან წელს ახალ შეხვედრას ითხოვს
თურქეთმა უარყო ისრაელის ბრალდებები სირიის მიმართ და „უკანონო“ საჰაერო თავდასხმები დაგმო
ირანის არმიის გაფრთხილება ყურის ქვეყნებს: „ნუ დაუჭერთ მხარს აშშ-ს ირანზე თავდასხმებისას“
ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ტრამპმა გამოაქვეყნა გამოსახულება, სადაც ჰორმუზის სრუტე „აშშ-ის ტერიტორიად“ არის ნაჩვენები
„ლურჯი სამშობლოს“ მღელვარება გოლჯუქში: დაიწყო TEKNOFEST-ზე რეგისტრაცია