თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან.
საუბრისას განიხილეს თურქეთ-საუდის არაბეთის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მწუხარებას გამოთქვამს საუდის არაბეთის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რეგიონში მუდმივი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის დასამყარებლად.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზის სამშვიდობო გეგმის წარმატებისთვის აუცილებელია ისრაელმა ზედმიწევნით დაიცვას გეგმის მეორე ეტაპის „საგზაო რუკა“. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთი ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას.

















