ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
საუდის არაბეთი და კატარი სირიის მსოფლიო ბანკის 15 მილიონი დოლარის ვალს დაფარავენ
საუდის არაბეთი და კატარი სირიის მსოფლიო ბანკის 15 მილიონი დოლარის ვალს დაფარავენ
საუდის არაბეთი და კატარი სირიის მსოფლიო ბანკის 15 მილიონი დოლარის ვალს დაფარავენ
/ Reuters

საუდის არაბეთი და კატარი აცხადებენ, რომ სირიის 15 მილიონი დოლარის ვალის დაფარვა ქვეყნის აღდგენას დააჩქარებს.

საუდის არაბეთმა და კატარმა განაცხადეს, რომ სირიის მსოფლიო ბანკის მიმართ არსებულ 15 მილიონი დოლარის ვალს გადაიხდიან.

საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ორმა ქვეყანამ აღნიშნა, რომ სირიის მსოფლიო ბანკის ვალების გასტუმრება ქვეყნის აღდგენის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

„ეს ასევე გზას გაუხსნის სირიის ხელმისაწვდომობას მოკლევადიან ფინანსურ მხარდაჭერაზე კრიტიკული სექტორების განვითარებისთვის, ასევე ტექნიკურ დახმარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ინსტიტუციურ რესტრუქტურიზაციას, შესაძლებლობების განვითარებას და განვითარების მხარდამჭერი პოლიტიკის ფორმულირებასა და რეფორმას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორმა ქვეყანამ მოუწოდა საერთაშორისო და რეგიონულ ფინანსურ ინსტიტუტებს, „სწრაფად განაგრძონ და გააფართოონ სირიაში განვითარების სამუშაოები, გააერთიანონ ძალისხმევა და მხარი დაუჭირონ ყველაფერს, რაც მოძმე სირიელი ხალხის იმედიანი მომავლისკენ სწრაფვას განახორციელებს“.

დროებითი მმართველობა

სირიის ცენტრალური ბანკის მმართველმა და ფინანსთა მინისტრმა ამ კვირის დასაწყისში, 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, მონაწილეობა მიიღეს სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში.

ხუთშაბათს, სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ IMF მიზნად ისახავს დაეხმაროს სირიას ინსტიტუტების აღდგენასა და გლობალურ ეკონომიკაში რეინტეგრაციაში.

ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას დაახლოებით 25 წლის განმავლობაში მართავდა, დეკემბერში რუსეთში გაიქცა, რითაც დასრულდა ბაასის პარტიის ათწლეულების მმართველობა, რომელიც 1963 წელს დაიწყო.

იანვრის ბოლოს შეიქმნა დროებითი ადმინისტრაცია, რომელმაც დაშალა კონსტიტუცია, შეიარაღებული ჯგუფები, პარლამენტი და ბაასის პარტია.

აღმოაჩინეთ
თურქეთმა მეზობელ ქვეყნებში 20,9 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა
ირანის გზავნილი: „აშშ-თან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“
გუტერეშმა 7 ოქტომბრის წლისთავამდე ღაზაში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა
მოსკოვზე 650 დრონით თავდასხმა ბოლო 2 წელში სიდიდით მეორე იყო
პრეზიდენტი ერდოღანი AileFest-ს ეწვია
თურქეთი ისრაელის მიერ სირიაში ტერიტორიულ დარღვევებს მკაცრად გმობს
ესპანეთი ვადამდელ არჩევნებს ატარებს
77-ე საერთაშორისო კოსმოსური კონგრესი ანტალიაში დაიწყო
ისრაელმა პალესტინელების წინააღმდეგ დაახლოებით 63 ათასი თავდასხმა განახორციელა
რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის საეჭვო გარდაცვალებამ ეპიდემიის შიში გამოიწვია
21-მა ქვეყანამ თურქეთის ინიციატივით მომზადებულ ანტალიის დეკლარაციას მოაწერა ხელი
რუსეთმა დიპლომატებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა
ერდოღანი: თურქეთი თავდაცვის მრეწველობაში „ნამდვილ რევოლუციას ახორციელებს“
გორგუნი: ჩვენი თავდაცვის მრეწველობის უდიდესი ძალა ახალგაზრდების გონება და გულია
ტრამპი თურქეთის მიმართ დაწესებული CAATSA-ს სანქციების მოხსნის საკითხს დადებითად აფასებს