ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
ჯევდეთ ილმაზი სირიის პრეზიდენტ ალ-შარას შეხვდა
ჯევდეთ ილმაზი სირიის პრეზიდენტ ალ-შარას შეხვდა
ჯევდეთ ილმაზი სირიის პრეზიდენტ ალ-შარას შეხვდა
/ AA
 

თურქეთსა და სირიას შორის ანკარაში დაწყებულ ეკონომიკურ დიალოგში, ორივე მხარემ ომის შემდგომი აღდგენის, ინვესტიციებისა და რეგიონული სტაბილურობის საკითხებში ღრმა თანამშრომლობის ვალდებულება დაადასტურა.

ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა და სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზები განიხილეს, რითაც საფუძველი ჩაუყარეს სირიის სანქციების შემდგომ აღდგენასა და რეგიონულ სტაბილურობას.

კვირას, საპრეზიდენტო კომპლექსში პრეზიდენტ ალ-შარასა და მისი დელეგაციის მასპინძელმა ილმაზმა, მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც „ახალ პერიოდში ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ყოვლისმომცველი კონსულტაციები“.

ილმაზის X პლატფორმაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ორივე მხარემ შეაფასა ომისგან განადგურებულ სირიაში კეთილდღეობის გაზრდისკენ მიმართული ფინანსური და ეკონომიკური რეფორმებისკენ გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები.

სირიის დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შაიბანი და თავდაცვის მინისტრი მურჰაფ ებუ კასრა შედიოდნენ, ხოლო თურქეთის მხრიდან შეხვედრას ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი მეჰმეთ შიმშექი, პრეზიდენტის თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს უფროსი ჰალუქ გორგუნი და თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ფათიჰ ქარაჰანი ესწრებოდნენ. ეს შემადგენლობა ხაზს უსვამდა, რომ შეხვედრა მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და რეკონსტრუქციის ლოგისტიკაზე იყო ფოკუსირებული.

სანქციების შემდგომი აღდგენის გეგმა

„სანქციების მოხსნის პირობებში; ჩვენ ველით დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელი პოტენციალის ამოქმედებას, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების ზრდას და მაღალი ზრდის ტემპებით ეკონომიკაში გარღვევების განხორციელებას“, - განაცხადა ილმაზმა და ეს დაახლოება სირიისთვის ისტორიულ გარდამტეხ მომენტად შეაფასა.

ილმაზმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები შეაფასა, როგორც „ისტორიული ტრანსფორმაცია და ამავდროულად პოლიტიკური რევოლუცია“ და ივარაუდა, რომ ეს რეფორმები სირიელებისა და მათი მეზობლებისთვის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის.

„განვითარებადი სირია დიდ წვლილს შეიტანს როგორც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე რეგიონულ კეთილდღეობასა და სტაბილურობაში“, - განაცხადა ილმაზმა და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს სირიის სამშვიდობო, განვითარებისა და რეკონსტრუქციის მცდელობებს.

გასულ კვირას, ტრამპმა საუდის არაბეთში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანის თხოვნით, სირიისთვის დაწესებული „სასტიკი და გამანადგურებელი“ სანქციების მოხსნის შესახებ განაცხადა.

იზოლაციიდან ინტეგრაციისკენ

კვირას გამართული შეხვედრა მოჰყვა დამასკოს მიმართ სანქციების შერბილებისკენ მიმართულ საერთაშორისო ნაბიჯებს და ასახა მზარდი კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მყარი სტაბილურობის გასაღებია.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, ისე სახელმწიფოს მეთაურმა (პრეზიდენტმა) ერთმანეთის „კონსტრუქციული და გულწრფელი მიდგომა“ შეაქეს და შეთანხმდნენ, რომ ვალუტის სტაბილურობიდან ინფრასტრუქტურის აღდგენამდე რეფორმების საკითხებში სწრაფი კოორდინაცია მომდევნო თვეებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

აღმოაჩინეთ
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
მინისტრი ქურუმი: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ანტალიაში ძლიერი შეთანხმება წარმოვადგინოთ
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
თურქეთმა და 17-მა ქვეყანამ დაგმეს ისრაელის თავდასხმა ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქი მესხები გაიხსენა
თურქეთმა და კატარმა სტამბოლში ისტორიულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი
პრეზიდენტ ერდოღანის ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრები COP31-ის ლიდერთა სამიტზე
ერდოღანი: COP31-ზე ლიდერთა სიმტკიცე პარიზის შეთანხმებისთვის გამამხნევებელია
მალათიაში ჩამოვარდნილ S-70 ტიპის ვერტმფრენში მყოფი 4 სამხედრო დაიღუპა
თურქეთსა და ჩინეთს შორის15 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა
პრეზიდენტი ერდოღანი ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანს შეხვდა
პრეზიდენტი ერდოღანი: „ჩვენი ცივილიზაციის ცენტრში ბუნების პატივისცემა დგას“
COP31 ანტალიაში იწყება: ლიდერები კლიმატის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში მიიღო
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა თურქეთი COP 31-ის ორგანიზებისთვის შეაქო
პრეზიდენტი ერდოღანი: „მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვაძლიერებთ"
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა